აშშ-ში სასურსათო მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა - სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

22.06.24 12:20
აშშ-ში სასურსათო მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა - სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

არკანზის შტატის პოლიციის ცნობით, სასურსათო მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა - სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, დაშავებულებს შორის ორი პოლიციელია. მსროლელი, რომლის იდენტიფიცირებაც უკვე მოხდა, 44 წლის ტრევის ევგენი პოზია, რომელიც ასევე დაიჭრა.

სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა დააკავეს და მას, სავარაუდოდ, ბრალი სამი მკვლელობისა და დამატებითი ბრალდებებით წარედგინება.

მსგავსი სიახლეები