"ჰეზბოლასთან" ომის შემთხვევაში აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება - მედია

CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰეზბოლასთან" ომის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.
საერთაშორისო გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ ისრაელს საჭირო დახმარებას აღმოუჩენს, მაგრამ ისრაელის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების განთავსების საკითხი არ განიხილება.
CNN-ის ინფორმაციით, დაპირება ვაშინგტონში, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ცაჰი ჰანეგბის, ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრების დროს გაიცა.