თუ ასეთი ზომები განხორციელდება, რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს -ზახაროვა აშშ-ში რუსეთის სავიზო ცენტრების დახურვაზე

22.06.24 13:37
თუ ასეთი ზომები განხორციელდება, რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს -ზახაროვა აშშ-ში რუსეთის სავიზო ცენტრების დახურვაზე

"თუ ასეთი ზომები განხორციელდება, რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს" - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში რუსეთის სავიზო ცენტრის დახურვის გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს - ამის შესახებ, "ეხო კავკაზას" ცნობით, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებიც აღარ ექნებათ. დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი, ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც.

მსგავსი სიახლეები