21 ივნისს, უკრაინაში რუსების თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა

რეგიონული ხელისუფლების ცნობით, 21 ივნისს, უკრაინაში რუსების თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა.
ოკუპანტების სამიზნე უკრაინის 14 ოლქი იყო. ესენია: ჩერნიგოვი, სუმი, ოდესა, მიკოლაივი, ლუგანსკი, ვინიცია, ლვოვი, ვოლინი, დნეპროპეტროვსკი, ივანო-ფრანკოვსკი, ზაპორიჟიე, ხერსონი, ხარკოვი და დონეცკი.
გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა დონეცკის ოლქის პოკროვსკის, ბახმუტისა და კრამატორსკის რაიონები. თავდასხმის შედეგად ქალაქ სელიდოვეში 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ასევე დაზიანდა ხუთი მაღალსართულიანი შენობა, ექვსი სახლი და მანქანა.
ტორეცკზე მრავალჯერადი თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 1, დაზიანდა 13 სახლი, ადმინისტრაციული შენობა და ინფრასტრუქტურა. სოფლებზე დრუჟბაზე, პივნიჩნესა და ნიუ-იორკზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 კი დაშავდა.
გუბერნატორმა ოლეგ სინიეგუბოვმა განცხადებით, ხარკოვის ოლქში დრონი მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა და კაცი დაშავდა.
ამასთანავე, გუბერნატორის, სერხიი ლისაკის, თქმით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა რაკეტით დაარტყეს სურსათის საწყობს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი რიჰში, რამაც დააზიანა ათეული საწარმოს საწყობი. დაშავდა 2 კაცი. მისივე თქმით, რუსები, გასული დღის განმავლობაში, ნიკოპოლის რაიონს 15-ჯერ დაესხნენ თავს.
გუბერნატორმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ ხერსონში დაზიანდა სამი სახლი, მაღლივი შენობა და ადმინისტრაციული შენობა. რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
გუბერნატპრ, ივან ფედოროვის ცნობით, ზაპოროჟიეში 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.