ენდრიუ მილერმა თანამდებობა დატოვა

22.06.24 14:26
ენდრიუ მილერმა თანამდებობა დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა და ისრაელ-პალესტინის საკითხებში ექსპერტმა, ენდრიუ მილერმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

მილერმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი საკუთარ ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილი გახდა, რადგან მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც ოქტომბერში დაიწყო, მისთვის ზედმეტად შრომატევადი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ისრაელ-პალესტინის საკითხებზე ფოკუსირებული სამუშაოს დაწყებამდე, ის გაეროში აშშ-ის ელჩის უფროსი მრჩეველი იყო, ხოლო ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს ეგვიპტისა და ისრაელის სამხედრო საკითხებში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოში მსახურობდა.