ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა იერიში ღაზაში სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.
IDF-ის ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა იერიში "ჰამასის" რაკეტების გამშვებ პუნქტებსა და იარაღის საწყობებზე მიიტანეს.
ამასთანავე, რაფაჰსა და ჩრდილოეთ ღაზაში "ჰამასის" რამდენიმე მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა.