საჰაერო განგაში უკრაინაში - სუმის ოლქში 90 აფეთქება მოხდა

რუსებმა კიევის რეგიონს შეუტიეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. უკრაინულ ქალაქებში დილიდან საჰაერო განგაშის ხმები ისმის. მხოლოდ 90 აფეთქება სუმის ოლქში დაფიქსირდა. არიან დაშავებულებიც... რუსებმა სუმში, ჯამში, ათ თემს შეუტიეს. დრონების გარდა გამოიყენეს არტილერია და ასაფეთქებელი ნივთიერებებიც.