რუსებმა ყირიმის სანაპიროზე რაკეტა ჩამოაგდეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

23.06.24 16:14
რუსებმა ყირიმის სანაპიროზე რაკეტა ჩამოაგდეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ყირიმზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. შემტხვევა დღეს ნაშუადღევს მოხდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი "ყირიმის ქარი" ავრცელებს.

არხის ინფორმაციით, სევასტოპოლსა და ბალაკლავაში აფეთქებები ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით,  ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა ევპატორიას, საკის, ბახჩისარაის და ინკერმანთან, ასევე თავად სევასტოპოლშიც. 

„დეტონაცია ისმის კოზაცკაიას ყურის მიდამოში, სადაც დაფუძნებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ბრიგადა“,  - წერს "ყირიმის ქარი".

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ სევასტოპოლის მახლობლად უჩკუევკას სანაპიროსთან რაკეტა ჩამოაგდო. რაკეტები ჩამოვარდნა სხვა მიდამოებშიც. ნათქვამია, რომ ძირითადი ნაწილი ზღვაში ჩავარდა, მაგრამ ერთი ჭურვი სანაპიროზე ხალხის სიახლოვეს დაეცა. "ყირიმის ქარის" ცნობით, უჩკუევკას სანაპიროზე არიან გარდაცვლილები, იქ უამრავი სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.

სანაპიროზე მომხდარი ინციდენტი რუსების მიერ დანიშნული სევასტოპოლის გაულეიტერმა მიხეილ რაზვოჟაევმაც დაადასტურა. მისი თქმით, რუსული საჰაერო თავდაცვის შედეგად სანაპიროზე მყოფი ხალხი დაიჭრა და დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები