ოკუპანტებმა ხარკოვი დღეს მეორედ დაბომბეს - არის მსხვერპლი
ოკუპანტებმა ხარკოვი დღეს მეორედ დაბმბეს. არიან დაღუპულები. ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხევი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
ხარკოვში აფეთქებებია. იყავით ფრთხილად!, - დაწერა მერმა.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ავიადარტყმა ხარკოვის კერძო სექტორზე მოხდა.
ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის კერძო სექტორს მიადგა, არსებობს ინფორმაცია დაღუპულების შესახებ,- განაცხადა მერმა.
ტერეხოვის თქმით, დარტყმები შევჩენკოვსკის და ხოლოდნოგორსკის რაიონებში განხორციელდა. გარდაცვლილთა შესახებ უკვე ცნობილია, ინფორმაცია კი ზუსტდება.
გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, ნახევარ ქალაქში არ არის ელექტრომომარაგება, მეტრო და სახმელეთო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა. ახლა ვმუშაობთ, რომ ამარშრუტებზე ავტობუსები გავუშვათ, - წერს ტერეხევი.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, 15:35 საათისთვის დაიღუპა ერთი და დაჭრილია ოთხი ადამიანი. მათ სამედიცინო დახმარებას უტარდებათ.