სამი ტერაქტი ერთ დღეში - დაღესტანში ოცზე მეტი ადამიანია მოკლულული

სამი ტერაქტი ერთ დღეში - დაღესტანში ოცზე მეტი ადამიანია მოკლულული. ტეროსტებმა ცეცხლი ერთდროულად მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სინაგოგასა და პოლიციის განყოფილებაში გახსნეს. მოკლული არიან სასულიერო პირები, ეკლესიის მცველები და პოლიციელები.
მახაჭკალასა და დერბენტშიი ტერაქტები ექვსმა ადამიანმა მოაწყო. ექვსივე ლიკვიდირებულია. მედიის ცნობით, მასობრივი მკვლელობის უკან დაღესტნის ერთ-ერთი ოლქის ხელმძღვანელის ვაჟებიც დგანან. ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოში 25 დაჭრილია მოთავსებული.
დაღესტანში ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი 15-ზე მეტი პოლიციელი გახდა და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც დაიღუპა. მახაჩკალასა და დერბენტში ოპერატიული საბრძოლო მოქმედებების აქტიური ეტაპი დასრულდა. ლიკვიდირებულია 6 ტერორისტი , განხორციელდება შემდგომი ოპერატიული ღონისძიებები ყველას გამოსავლენად, ვინც წინასწარ ემზადებოდა თავდასხმისთვის, მათ შორის საზღვარგარეთიდან. დღეს დაღესტნის მაცხოვრებლები თავს გრძნობენ იმ მოვლენების მონაწილეებად, რომლებიც მთელ მსოფლიოში ხდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ომი ჩვენს სახლში მოდის. ამას ადრეც ვგრძნობდით, მაგრამ დღეს ჩვენ უშუალოდ ამ ომის წინაშე ვართ - თქვა სერგეი მელიკოვმა.