პუტინმა დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა ჯარები საქართველოში და ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა - კლევერლი
„პუტინმა დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა რუსული ჯარები საქართველოში და ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა"- ეს განცხადება ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ჯეიმს კლევერლი კიდევ ერთი მაღალჩინოსანია, რომელიც ნაიჯელ ფარაჟის გაემიჯნა, ბრიტანელ პოლიტიკოსს, რომელმაც დასავლეთი პუტინის პროვოცირებაში დაადანაშაულა.
დრო და დრო ვხედავთ, რომ პუტინი უარყოფს მშვიდობიან ვარიანტებს, მან დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა რუსული ჯარები საქართველოში და ვფიქრობ, თუნდაც იმის ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა,- განაცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.