რუსებმა ოდესა დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს. სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო, არის მსხვერპლიც. ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
რუსებმა ოდესაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. უკვე ცნობილია დაზარალებულთა შესახებ, რომლებიც სამედიცინო დახმარებას იღებენ, მათი რაოდენობა ზუსტდება, - წერს კიპერი.
მოგვიანებით კიპერმა დაწერა, რომ ცნობილია სამი მსხვერპლის შესახებაც. საუბარია 19 წლის ბიჭსა და ორ მამაკაცზე.