ბაქოში ოთხი ადამიანი მოკლეს - დაღუპულია სამი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი
ბაქოში ოთხი ადამიანი მოკლეს. დაღუპულია სამი აზერბაიჯანელი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც.
"რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახური იტყობინება, რომ ოთხ ადამიანს ცეცხლი რამდენჯერმე ნასამართლევმა 37 წლის კაცმა გაუხსნა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე დაუდგენელია.