ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

24.06.24 12:47
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, მე-14 პაკეტი მოიცავს შემზღუდავ ზომებს კიდევ 116 ფიზიკური და იურიდილი პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაზე.

მე-14 პაკეტი დემონსტაციაა ჩვენი ერთიანობისა და დახმარებისა უკრაინისადმი და მისწაფებაა, შეიზღუდოს რუსეთის დანაშაულებრივი მოქმედებები უკრაინლების მიმართ", - ამბობს ბორელი.

სანქციები დაწესდა ე.წ. რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 27 ტანკერსა და გემის მიმართ, რომლებიც გამოიყენებოდა იარაღის ან უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად.

ცნობილია, რომ სანქციების სიაში ფიზიკურ პირებს შორის მოხვდნენ მომღერალი პოლინა გაგარინა, ბიზნესმენები იგორ ალტუშკინი, რომან ტროცენკო და ტაიმურაზ ბოლოევი

მსგავსი სიახლეები