სერგეი ლავროვი ბელარუსში ჩავიდა

24.06.24 18:46
სერგეი ლავროვი ბელარუსში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბელარუსში ჩავიდა - TASS-ის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლავროვი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ლავროვის ბელარუსში ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 32 წლის იუბილეს ემთხვევა.