შევთანხმდით, რომ მოხდეს რუსული აქტივების გაყინვა და აღადგინონ დანგრეული უკრაინული ობიექტები - ბორელი

24.06.24 20:31
შევთანხმდით, რომ მოხდეს რუსული აქტივების გაყინვა და აღადგინონ დანგრეული უკრაინული ობიექტები - ბორელი

ევროკავშირის გადაწყვეტილება ცნობილია -  ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაყინონ რუსული აქტივები და უკრაინული დანგრეული ობიექტები აღადგინონ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის გზავნილი იმისა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ომში ჩართული ქვეყნის მხარდაჭერას აგრძელებს.

პუტინს სურს დაამტკიცოს, რომ უკრაინა არის მოწყვლადი და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას. რუსეთს მიზანში ამოღებული აქვს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. დღეს მინისტრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოხდეს რუსული აქტივების გაყინვა და აღდგენა მოხდეს უკრაინული დანგრეული ობიექტების. 7 იურიდიული სამართლებრივი აქტი მივიღეთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს. ეს არის დაახლოებით რამდენიმე მილიარდი დოლარი, ნახევარი იქნება გაყინული ახლა და ნახევარი წლის ბოლოსთვის. ეს იქნება გამოყენებული უკრაინისთვის. რუსეთს არ აქვს არანაირი უფლება, რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რისთვის გამოყენება ეს აქტივები. ამ უსაფრთხოების დოკუმენტით რუსეთს ვუგზავნით ნათელ გზავნილს, რომ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - ამბობს ბორელი.

მსგავსი სიახლეები