ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი
გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მყოფი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.
მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა.