Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა

25.06.24 10:10
Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა

Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა
 - ამის შესახებ BBC იტყობინება. გამოცემის ცნობით, ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან წაყენებული ბრალი აღიარა. 

ასანჟმა დიდი ბრიტანეთი უკვე დატოვა და სამშობლოში, ავსტრალიაში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, 52 წლის ჯულიან ასანჟმა ბოლო ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელს ბრალად ედებოდა ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა.

წლების განმავლობაში აშშ ამტკიცებდა, რომ „ვიკილიქსის“ ვებგვერდი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ, საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. „ვიკილიქსიის“ დამფუძნებელი კი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.