მასშტაბური თავდასხმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე - პოკროვსკზე იერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

25.06.24 10:42
მასშტაბური თავდასხმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე - პოკროვსკზე იერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს ორი ისკანდერ-მ რაკეტით დაარტყეს. ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა.

მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა - ეს არის პოკროვსკზე თავდასხმის წინასწარი შედეგები 14:15 საათისთვის,- აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია, 12 და 13 წლის. 


 

დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ, დაჭრილებს კი ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ფილაშკინის თქმით, იერიშების შედეგადაც ერთი კერძო სახლი დაინგრა და 16 დაზიანდა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრის თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ბოლო დროს. მისი საბოლოო შედეგები ჯერ არ არის განსაზღვრული,- თქვა მან.

ამასთან, მან დასძინა, რომ დონეცკის რეგიონში დიდი ხანია არცერთი უსაფრთხო ადგილი არ არის დარჩენილი, ამიტომ აუცილებელია ევაკუაცია.

მსგავსი სიახლეები