დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახლში უცხო პირები შეიჭრნენ

26.06.24 10:07
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახლში უცხო პირები შეიჭრნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის სახლში 4 პირი უკანონოდ შეიჭრა. ჩრდილოეთ იორკშირის ინგლისის ოლქის პოლიციის ცნობით, შემთხვევა სოფელ კირბი სიგსტონში მოხდა. ამ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სახლში არ იმყოფებოდა, რადგან დაკავებული იყო ლონდონში იაპონელი მაღალჩინოსნების სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებებით.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე "ერთ წუთში" მივიდა მას შემდეგ, რაც უცნობი პირები სუნაკის სახლში შევიდნენ. ოთხი ეჭვმიტანილი დაახლოებით 12:40 საათზე დააკავეს. მათ საზოგაოებრივი წესრიგიდ დარღევას ედავებიან.

პოლიცია დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ისინი 20, 21, 43 და 52 წლის არიან. მომხდარის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.