NATO-ს ქვეყნები ხვალ ახალ გენერალურ მდივანს აირჩევენ - ვინ შეცვლის სტოლტენბერგს?
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები მზად არიან, ნატოს ახალ გენერალურ მდივნად მარკ რუტე აირჩიონ. ამის შესახებ Reuters დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, 26 ივნისს ნატოს 32 ქვეყნის ელჩი იენს სტოლტენბერგის შემცვლელს ოფიციალურად შეარჩევს. მოგეხსენებათ, მას უფლებამოსილების ვადა 1 ოქტომბერს ეწურება.
NATO ოთხშაბათს ოფიციალურად გადაწყვეტს, დასახელდეს ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი მარკ რუტე თავის მომავალ ლიდერად, რადგან უკრაინაში ომი მძვინვარებს და გაურკვევლობა ჩნდება ტრანსატლანტიკურ ალიანსთან აშშ-ს სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით, - წერს გამოცემა.
გასულ კვირას იენს სტოლტენბერგმა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს მისი თანამდებობისთვის ძლიერი კანდიდატი უწოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუტეს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.