მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი იქნება

26.06.24 13:19
მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი იქნება

NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ინიშნება - ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას  1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს და ის იენს სტოლტენბერგს შეცვლის.

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.

მსგავსი სიახლეები