ევროსასამართლომ რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევისთვის დამნაშავედ ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი ყირიმში, 2014 წლიდან, ადამიანის უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრების თავისუფლება და პირადი ცხოვრების უფლებები.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი ევროსასამართლოში უკრაინამ შეიტანა და საქმის განხილვა 2020 წელს დაიწყო.
ოფიციალური კიევი მოსკოვს ყირიმში მცხოვრები პირების სისტემატურ დევნაში ადანაშაულებს.