"ტოპ მაფიოზების" დიდი შეკრება საბერძნეთში - დაკავებულია სამი ადამიანი

დიდი შეკრება საბერძნეთში - 25 ივნისს, ათენში, "ტოპ მაფიოზების" შეხვედრას 15-მდე პირი ესწრებოდა, მათ შორის, იყვნენ საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, მოლდოვადან და საბერძნეთიდან.
ბერძნული მედიის ცნობით, შეხვედრა სამართალდამცველებმა ჩაშალეს, რის შედეგადაც 3 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები არიან, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულები აქვთ ჩადენილი.
ირკვევა, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა "კრიმინალური ავტორიტეტების" დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე მიიღო.
ბერძნული პოლიცია არ გამორიცხავს, რომ "სერიოზული დანაშაული" იგეგმებოდა.
გამომძიებლები ახლა ადგენენ, არიან თუ არა დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება "Vor V Zakone"-ს წევრები.