საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი კაია კალასი გახდება

26.06.24 17:09
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი კაია კალასი გახდება

რადიო თავისუფლება წერს, რომ ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის დანიშვნაზე შეთანხმდნენ.

გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე შარლ მიშელს პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანტონიო კოსტა ჩაანაცვლებს.