"რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა" - ზახაროვა

26.06.24 17:51
"რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა" - ზახაროვა

"რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა" - ასე ეხმაურება მარია ზახაროვა პრორუსული პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარის, მიხეილ ჟღენტის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

მისი თქმით, ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობების განვითარება სახელმწიფოების ინტერესებს შეესაბამება.

ჩვენ განვაგრძობთ მიჩნევას, რომ ეს ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება.., მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტესერებს ემსახურება, ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვარ ამ გზით სვლისთვის“, - განაცხადა ხაზაროვამ ბრიგინზე.