რუსეთში სერიული მკვლელი ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაგზავნეს

26.06.24 19:09
რუსეთში სერიული მკვლელი ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაგზავნეს

Настоящее Время-ს ინფორმაციით, რუსეთში სერიული მკვლელი, იური გრიცენკო, მეტსახელად "ზელენოგრად ჩიკატილო", ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს.

ირკვევა, რომ გრიცენკო ციხეში 22 წლის მანძილზე 6 ქალის მკვლელობისა და 10-ის დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს. სამედიცინო ევაკუაციის ოცეულში მსახურობს და საპატიმროდან ამ ზაფხულს უნდა გაეშვათ.

გავრცელებული ცნობების თანახმად, გრიცენკო შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი თანამშრომელია. მან ომში წასვლა ფულის სანაცვლოდ თავად ითხოვა.