ევროკავშირის ვერდიქტამდე ერთი დღე რჩება - რას უპასუხებს ბრიუსელი "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას

26.06.24 20:21
ევროკავშირის ვერდიქტამდე ერთი დღე რჩება - რას უპასუხებს ბრიუსელი "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას

 

ერთი დღე ევროკავშირის ვერდიქტამდე. საქართველო ევროპული საბჭოს ყველაზე მძიმე საკითხებს შორის მოხვდა. ომი უკრაინაში, კონფლიქტი ღაზის სექტორში და დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში - ასეთია ევროპელი ლიდერების მსჯელობის დღის წესრიგი. ხვალ 27 ქვეყნის პირველმა პირმა უნდა გადაწყვიტოს, რას უპასუხებს ბრიუსელი "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას. ევროპული სანქციების პაკეტი უკვე მომზადებულია და მხოლოდ საბოლოო თანხმობა სჭირდება. 

მოლაპარაკებების გაყინვა, ფინანსური დახმარების შეჩერება, "ოცნების" პოლიტიკური ელიტისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება და ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირება - ეს არის ის მექანიზმები, რომლებიც შესაძლოა, ხვალიდან ძალაში შევიდეს. ოლიგარქის გუნდში არ უნდათ დაიჯერონ, რომ ბრიუსელი რადიკალურ ზომებზე წავა, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისთვის პასუხი ევროკავშირიდან უმკაცრესი იქნება.

 რისთვის ემზადება ევროკავშირი? - ინა ცარციძეა პირდაპირ ეთერში.