უკრაინამ EU-სთან, ლიეტუვასა და ესტონეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა
უკრაინამ EU-სთან, ლიეტუვასა და ესტონეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა.
Reuter-ის ცნობით, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება ბლოკს ავალდებულებს, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის 9 სფეროში, მათ შორისაა იარაღის მიწოდება, სამხედრო წვრთნა და სხვა.
შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ სამიტამდე მოაწერა.
"ჩვენ პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას, სამხედრო წვრთნებსა და დახმარებას, რომელიც უკრაინას ამ აგრესიული ომისგან თავის დასაცავად და ყოველგვარი მომავალი თავდასხმის შეკავებისთვის სჭირდება.
ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ გრძელვადიანი პერსპექტივა გვაქვს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე