"მესამე მსოფლიო ომის საშიშროება" - ბაიდენმა და ტრამპმა პირველი ტელედებატები გამართეს

28.06.24 10:27
"მესამე მსოფლიო ომის საშიშროება" - ბაიდენმა და ტრამპმა პირველი ტელედებატები გამართეს

ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა პირველი ტელედებატები გამართეს. ამერიკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ერთი ქვეყნის ორი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე კონკურენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობენ რუსეთ-უკრაინის ომზე და როგორ აპირებენ პუტინის აგრესიის შეკავებას. კითხვაზე პასუხად, ტრამპი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია პუტინის წინაპირობები ომის დასრულების შესახებ. ბაიდენი კი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ პუტინი ომის სამხედრო დამნაშავეა და თუ მას არ შეაჩერებენ, ის უკრაინაში ომით არ დაკმაყოფილდება.

ამასთან, ბაიდენმა პირდაპირ თქვა, რომ თუ არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება.

თუ მესამე მსოფლიო ომი გნებავთ, მიეცით ხმა ტრამპს, - განაცხადა ბაიდენმა. 

მისივე თქმით, მესამე მსოფლიო ომს ერთი გარემოება გამოწვევს. 

უბრალოდ, მიეცით პუტინს საშუალება, აიღოს კიევი და მსოფლიო ომიც დაიწყება, - განაცხადა ბაიდენმა. 

მსგავსი სიახლეები