რუსეთში, ტამბოვის რაიონში ნავთობბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
გამთენიისას რუსეთის ტამბოვის რაიონში ნავთობბაზაზე დრონებით იერიში განხორციელდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ ეგოროვი ავრცელებს.
დღეს 04.35 საათზე ტამბოვის რაიონის მიჩურინის მუნიციპალურ რაიონში დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ნავთობის საცავს დაეცა. შედაგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა ის ამ დროისათვის უკვე ლოკალიზებულია, - განაცხადა ეგოროვმა.
მისივე თქმით, მსხვერპლი არ არის, უახლოეს დასახლებულ პუნქტში კი ევაკუაცია განხორციელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ღამით რუსეთში 25 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ვარაუდობენ, რომ მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 12 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 9 უპილოტო საფრენი აპარატი სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე, 1 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის რეგიონში, 2 უპილოტო საფრენი აპარატი კი კურსკის რეგიონში გაანადგურა.