უკრაინა მალე წარადგენს ომის დასრულების დეტალურ გეგმას - ზელენსკი

"უკრაინა მალე წარადგენს ომის დასრულების დეტალურ გეგმას" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინა მუშაობს ტყვეთა გაცვლის, ენერგეტიკისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე.
უკრაინის მიერ არჩეული დიპლომატიური გზა ჩვენი ინიციატივაა, რადგან ჩვენ ამ ომის მსხვერპლი ვართ. სამშვიდობო სამიტი გაიმართა და ახლა დეტალურად სამ მიმართულებაზე ვმუშაობთ: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ტყვეთა გაცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს მოვაგვარებთ. სულ მცირე, დეტალურ გეგმას მოვამზადებთ. ეს მალე მოხდება.
ჩვენ ასევე განვავითარებთ მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს და ყოვლისმომცველ გეგმას მოვამზადებთ, რომელიც მაგიდაზე ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იქნება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, წარმოვადგინოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს უმრავლესობა. ეს არის დიპლომატიური გზა, რომელზეც ვმუშაობთ, - განაცხადა ზელენსკიმ.