აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება უნდა დაიწყოს - პუტინი

"ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების გამო, რუსეთმა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც დაიწყოს" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან სხდომაზე განაცხადა.
"რია ნოვასტის" ცნობით, პუტინის შეშფოთება შტატების მიერ საკუთარი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებამ გამოიწვია, ამიტომ პუტინის თქმით, მომხდართან დაკავშირებით საჭიროა რუსეთმა შესაბამისი ზომები მიიღოს.
დღეს ცნობილია, რომ აშშ არა მხოლოდ აწარმოებს მსგავს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე ჩაუტანიათ ისინი სწავლებებზე ევროპაში - დანიაში, და სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ რომ ისინი ფილიპინებზეა. ამავდროულად უცნობია, იქიდან მათ რაკეტები გაიტანეს თუ არა…
ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ შემდგომ ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ დამრტყმელი სისტემების წარმოება უნდა დავიწყოთ და შემდგომ, რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ სად განვალაგოთ - თუ ეს საჭირო გახდება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა პუტინმა.