რუსებმა დნეპრი დაბომბეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

28.06.24 22:56
რუსებმა დნეპრი დაბომბეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში ქალაქ დნეპრიზე მიიტანეს - დაბომბვის შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაზიანდა და ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის შსს მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი, რომელთა შორის ერთი 7 თვის ბავშვია.

მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ. ადამიანები ბინებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან კაცი ამოიყვანეს. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. დაშავებულებზე სამედიცინო პერსონალი ზრუნავს". – ამბობს უკრაინის შსს მინისტრი იგორ კლიმენკო.

მსგავსი სიახლეები