გაინტერესებთ, რამდენი ადამიანი დააკავა ევრო 2024-ის დაწყებიდან დღემდე, გერმანიის პოლიციამ სასაზღვრო შემოწმების დროს?

29.06.24 10:28
გაინტერესებთ, რამდენი ადამიანი დააკავა ევრო 2024-ის დაწყებიდან დღემდე, გერმანიის პოლიციამ სასაზღვრო შემოწმების დროს?

ევრო 2024-ის დაწყებიდან დღემდე, გერმანიის პოლიციამ სასაზღვრო შემოწმების დროს 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანიის პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სასაზღვრო შემოწმებაზე დაახლოებით 85 ადამიანი გააჩერეს ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, ასევე მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემიზმი.

ევრო 2024 14 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდება.