რუსეთი, აშშ-ის საპასუხოდ, INF რაკეტების წარმოების დაწყებას გეგმავს - რა თქვა პუტინმა

29.06.24 10:34
რუსეთი, აშშ-ის საპასუხოდ, INF რაკეტების წარმოების დაწყებას გეგმავს - რა თქვა პუტინმა

რუსეთი, აშშ-ის საპასუხოდ, INF რაკეტების წარმოების დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიული შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სად განვათავსონ აღნიშნული რაკეტები.

"დღეს ცნობილია, რომ შეერთებული შტატები არამარტო აწარმოებს ამ სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე ჩამოიტანა ევროპაში წვრთნებისთვის - დანიაში და სულ ახლახან გამოცხადდა, რომ ფილიპინებშიც არის განლაგებული, ამავე დროს, უცნობია წაიღეს თუ არა ეს რაკეტები იქიდან...

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ სფეროში...

როგორც ჩანს, ამ სარაკეტო სისტემების წარმოება უნდა დავიწყოთ და შემდეგ, რეალურად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტოთ, თუ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება, სად განვათავსოთ," - განაცხადა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები