მედია: ორბანი, შესაძლოა, მომავალ კვირაში ზელენსკის უკრაინაში შეხვდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, შესაძლოა, მომავალ კვირაში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში შეხვდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორბანი პარტნიორების, კერძოდ კი, იტალიისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლებიც მას არწმუნებდნენ, რომ უკრაინასთან მისი საჯარო კონფლიქტი გაჭიანურდა და დასრულების დრო დადგა.
27-28 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დააანონსა. შეხვედრის ოფიციალურ მიზეზად კი დასახელდა ის, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება.