აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა

29.06.24 12:00
აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა

აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა. ილჰამ ალიევმა პარლამენტი დაითხოვა.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეექვსე მოწვევის მილიმეჯლისს უფლებამოსილება 1 სექტემბერიდან შეუწყდება და ამავე დღეს ჩატარდება ახალი არჩევნებიც. არსებობს ვარაუდიც, რომ ალიევის პარტია ახალ პარლამენტში ისევ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. ცნობისთვის, აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტის პარტიას 125 ადგილიდან 69 მანდატი ჰქონდა.