მეწყერი ნეპალში - დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

29.06.24 13:41
მეწყერი ნეპალში - დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

მეწყერი ნეპალში - დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კატასტროფების სამაშველო და შემცირების მართვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის, ბჰატარაის 
განცხადებით, მეწყერმა გულმის რაიონში, სოფელ მალიკაში, სახლი მოიყოლა, რომელშიც ერთი ოჯახის ხუთი წევრი იყო. ასევე, მეზობელ სიანჯას რაიონში მეწყერს ქალი და მისი სამი შვილი ემსხვერპლა. 

 

მსგავსი სიახლეები