"ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება" - ირანის მისია გაეროში
"ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება" - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ში ირანის მისია ავრცელებს.
მათი თქმით, საპასუხოდ ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, კონფლიქტში "წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართვა".
მიუხედავად იმისა, რომ ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, ამას გამანადგურებელი ომი მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.