ხერსონაში რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ ბომბავს, არ ინდობენ ბავშვებსაც

ხერსონი და რეგიონი განუწყვეტლივ იბომბება. რუსულმა საოკუპაციო ძალები ასაფეთქებელ ნივთიერებებს მშვიდობიანი მოსახლეობას გამიზნულად ესვრის. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტოლოკონნიკოვმა ტელეარხ „ჩვენი უკრაინას“ ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსები ხშირად იყენებენ დრონებს. მისი თქმით, მაშველებს ბევრი სამუშაო აქვთ - იწვის მინდვრებიც და სახლებიც.
„რუსული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები ხერსონის რეგიონში ძალიან გახშირდა, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მსგავსი რამ აქამდე არ გვქონია, - თქვა მან.
ტოლოკონნიკოვის თქმით, საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ გენოციდზე.
„რუსული უპილოტო თვითმფრინავის ოპერატორი უპილოტო საფრენ აპარატებს სამოქალაქე პირებს განზრახ უმიზნებს. აქ არის მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ბავშვებს. როგორც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, როცა 12 წლის გოგონა და მისი 15 წლის და დაშავდა, ანუ მათ არაფერი აქვთ წმინდა. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ახლა ნაკლებად გამოიყენება ხერსონის რეგიონში ნაღმტყორცნები, არტილერია და MLRS“, - აღნიშნა მან.