8 მოკლული და 14 დაშავებული - რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს

29 ივნისს რუსებმა დონეცკის ოლქის 8 მცხოვრები მოკლეს: სამი ზარეჩნიში, თითო ნიუ-იორკში, კურახოვკაში, კონსტანტინოვკაში, სევერნიში და სლავიანსკში. დღის განმავლობაში რეგიონში კიდევ 14 ადამიანი დაშავდა.
ჯამში, დონეცკის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი, მარიუპოლისა და ვოლნოვახას გამოკლებით, 2041 ადამიანამდე გაიზარდა.