EU ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია ფართოვდება. მიზეზი ლუკაშენკოსა და პუტინის მოკავშირეობაა, რაც ხელს უწყობს რუსეთის აგრესიის გაღრმავებას უკრაინაში. ევროკავშირმა გადაწყვიტა, ოფიციალური მინსკი ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქციოს. ლიდერების გადაწყვეტილებით, ამის შემდეგ ბელარუსიდან აიკრძალება ოქროსა და ბრილიანტების იმპორტი, ასევე შეზღუდვები დაწესდება ქვანახშირისა და მინერული პროდუქტების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეძენაზე. ალიანსის ანონსის მიხედვით ეს მხოლოდ დასაწყისია და თუ ლუკაშენკო პოლიტიკას არ შეცვლის, შავი სია კიდევ უფრო გრძელი გახდება.