ოკუპანტებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს

ოკუპანტებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. უკრაინა აცხადებს, რომ რაკეტების განეიტრალება შეძლო.
კიევის მერის ინფორმაციით, მედიკოსებს 5-მა მოქალაქემ მიმართა. ყველა მათგანს ძლიერი სტრესი აღენიშნებოდა. ერთ-ერთი ასაკოვანი ქალი ჰოსპიტალიზებულია, ადნარჩენს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
ცნობილია, რომ რაკეტების ნამსხვრევები 14 სართულიან კორპუსს მოხვდა. საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც რუსების სამიზნე იყო, 10 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეების მისვლამდე ხალხი ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდა.