კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერი: ჩემი ორი ძმა და მამაჩემი გაიტაცეს

01.07.24 18:52
კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერი: ჩემი ორი ძმა და მამაჩემი გაიტაცეს

კადიროვის კრიტიკოსი, ხასან ხალიტოვი აცხადებს, რომ მისი ორი ძმა და მამა გაიტაცეს - ოპოზიციონერი ბლოგერის თქმით, მისი ოჯახის წევრები 28 ივნისს გაიტაცეს. მამა სოფელ ზაკანიურტში, სახლიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა, ძმები კი სასაუბროდ გროზნოში დაიბარეს და მას შემდეგ მათთან კონტაქტზე ვეღარ გავიდა.

ხალიტოვი ფიქრობს, რომ კადიროვის მუქარა „სისხლის აღებაზე“ იმ პირების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ტერორიზმში ადანაშაულებს, შესაძლოა სწორედ მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდეს.

ცნობისთვის, მუქარა კადიროვმა დერბენტსა და მაჰაჩყალაში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გააჟღერა და თქვა, რომ "ტერორიზმში მონაწილეთა ნათესავები უნდა დახოცონ".

მსგავსი სიახლეები