მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ - ტუსკი ულტრამემარჯვენეებზე

01.07.24 19:34
მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ - ტუსკი ულტრამემარჯვენეებზე

"მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ" - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეთა გამარჯვებას და ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის, "პატრიოტები ევროპისთვის" შექმნას. 

მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ. აღმოსავლეთსა თუ დასავლეთ ევროპაში ისინი უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან. ისინი ევროპარლამენტში ერთმანეთის რიგებში ერთიანდებიან. პოლონეთში ეს ფატალური ტალღა ჩვენ უკან ბოლო მომენტში შევაბრუნეთ. მოდით, ამას ფუჭად ნუ დავკარგავთ“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე.

საფრანგეთის ხელისუფლებაში, დიდი ალბათობით, ულტრამემარჯვენეები მოდიან. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მარინ ლე პენმა მოიგო. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია მესამე ადგილზეა. ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა,  რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

თუ ეროვნული ერთობა მეორე ტურშიც გაიმარჯვებს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჯორდან ბარდელა ხდება.

არჩევნების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

მარი ლეპენის პარტია - 34%

ახალი სახალხო ფრონტი - 28%

მაკრონის პარტია "ერთად" - 20%

მსგავსი სიახლეები