თურქეთში სირიის მოქალაქემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა - თურქებმა მიგრანტებზე ნადირობა გამოაცხადეს

თურქეთში სირიელი მიგრანტის მიერ 5 წლის ბავშვის გაუპატიურების ბოლო ინციდენტის შემდეგ სირიელებსა და თურქებს შორის დაძაბულობა მატულობს.
მომხდარის შემდეგ კაისერში არეულობები და შეტაკებები დაიწყო. კაისერას მცხოვრებლებმა მიგრანტების ავტომობილები და სამუშაო ადგილები გადაწვეს.
სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ დააკავეს 70 ადამიანი, რომლებიც არეულობაში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი პოლიცია პროტესტის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ მიგრანტს და მისი ოჯახის წევრებს დაადეპორტებენ.
არეულობაა თავად სირიაშიც. იქ თავს დაესხნენ სამხედრო ნომრის მქონე თურქულ მანქანას. ასევე ბაბ-ეს-სალამის საბაჟო პუნქტზე სირიელებმა ამოიღეს და დახიეს თურქეთის დროშა.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა დაგმო თავისი მოქალაქეების ქმედებები და ქსენოფობიის შესახებ გააფრთხულა, ამავდროულად, არეულობის წაქეზებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.