დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს

01.07.24 20:25
დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს.

როგორც BBC წერს, დონალდ ტრამპის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა პრეზიდენტის რანგში განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის არ შეიძლება, მაგრამ იმუნიტეტი პირად ქმედებებზე არ ვრცელდება.

უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმე შემდგომი განხილვისთვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უკან გადაეცემათ.