მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ის, რაც გავლენას ახდენს ამ ომის მთელ მიმდინარეობაზე - ზელენსკი

02.07.24 09:46
მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ის, რაც გავლენას ახდენს ამ ომის მთელ მიმდინარეობაზე - ზელენსკი

„აგრესორისგან თავის დასაცავად მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები გვჭირდება“ -  უკრაინის პრეზიდენტმა კიევში წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან შეხვედრაზე ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და თავდაცვის ძალების პრიორიტეტულ საჭიროებებზე ისუაბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებთან უახლოესი თვეების გეგმა გაიარა და განცხადა, რომ უკარიანა შტატებისგან უხლოეს პერიოდში თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას ელოდება.

დეტალურად გავიარეთ ივლისის ყველა გეგმა და ამ თვეს შეუძლია კიდევ უფრო მეტი ძალა მოუტანოს უკრაინას, კერძოდ, ცის დაცვაში. ზუსტად ვხედავთ, რა უნდა განვახორციელოთ პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელ პარტნიორებთან საუბარში. ურყევი რწმენა, რომ სიცოცხლემ უნდა გაიმარჯვოს რუსეთის ომსა და პუტინის ყველა მტრულ ამბიციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ შესაძლებელია იმ პირობით, რომ შევინარჩუნებთ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი პარტნიორების გამბედაობას. შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, უკრაინისთვის საკმარისი ხარისხისა და რაოდენობის მოიერიშე თვითმფრინავები, მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები - ეს არის ის, რაც გავლენას ახდენს ამ ომის მთელ მიმდინარეობაზე და უნდა იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებზე - მთელი ერის ყველა საერთო ინტერესებზე, რომელიც აფასებს სიცოცხლეს და სურს მშვიდობიანი სამყარო და იქნება კიდეც, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები