დიმიტრი გორდონს რუსეთში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

დიმიტრი გორდონს რუსეთში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. უკრაინელი ჟურნალისტი პუტინის რეჟიმმა "დამნაშავედ" ტერორიზმის გამართლებაში, რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების მოწოდებასა და რუსეთის არმიის შესახებ "ფეიკების" გავრცელებაში ცნო. კრემლის პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, გორდონმა ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მოკვლის მოწოდებიც გასცა, თუმცა როდის და სად უცნობია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ საქმე 2022 წელს აღძრა.